← სიახლე
კალათბურთის მსაჯობის დაწყების მსურველთა საყურადღებოდ

2017-11-02


საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად“ მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.


კალათბურთის მსაჯის კარიერის დაწყების მსურველებმა, აქვთ თუ არა მსაჯობის გამოცდილება, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩაეწერონ დრაგან ნეშკოვიჩის მსაჯთა მომზადების ჯგუფში. დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში შემდეგ მისამართებზე:

-         ი. ჭავჭავაძის ქ. 49 ა

-         უნივერსიტეტის ქ. 15ა (ოლიმპიური სასახლე)

 

ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე:  referee.gbf@gmail.com

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890