← სიახლე
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონია ტურნირის ფარგლებშიც დაამარცხა

2017-07-25


საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაწყებული საერთშორისო ტურნირი გამარჯვებით გახსნა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გავრთნილი გუნდი მაკედონიას შეხვდა ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე იმარჯვა - 69:61.

ქართველები მაკედონიელებს გუშინაც შეხვდნენ, თუმცა არა ტურნირის ფარგლებში, არამედ დამატებით, სათამაშო გამოცდილების მისაღებად. ჩვენმა ნაკრებმა გუშინ მაკედონიელები უფრო იოლდ - 67:45 დაამარცხეს.

დღევანდელ მატჩში მაკედონიელები ბოლო პერიოდამდე იგებდნენ. მართალია ბევრით არა, მაგრამ ბალკანელები თამაშის 30 წუთის შემდეგ 4 ქულით იგებდნენ. ქართველებმა სამაგალითოდ ჩაატარეს დასკვნითი მეოთხედი, რომელიც 22:10 მოიგეს და მატჩში გამარჯვებაც მათ დარჩათ.

საქართველოს ნაკრებს ულიდერა ალექსი მერკვილაძემ, რომელმაც 22 ქულ მიითვალა. 14 ქულით გამოირჩა ირაკლი სულხანიშვილი, ხოლო 11 ქულა გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველო ხვალ, 24 ივლისს ყატარის ნაკრებს დაუპირიპირდება, ხოლო დასკვნით მატჩში, 25 ივლისს, სტამბოლის „გალათასარაის“ შეხვდება.

 მაკედონია - საქართველო 61:69
20:20, 17:15, 14:12, 10:22

საქართველო: ანდრონიკშვილი (4), ჭეიშვილი (11), სულხანიშვილი (14), თავაქარაშვილი (2), მიქელაძე (5); მერკვილაძე (22), გურგენიძე (3), ვაშაკიძე (7), გიგიბერია (1), 

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890