← სიახლე
ორბმა აკადემიას ნახევარფინალურ სერიაში გაუთანაბრდა

2017-06-15



 გალერეა
თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 16-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩს უმასპინძლა, რომელიც „აკადემიასა“ და „ორბს“ შორის გაიმართა. წინა თამაშისგან განსხვავებით, ორბმა მოახერხა გამარჯვება, სერიაში ანგარიშის გათანაბრება და აკადემიელებთან რევანშის აღება. აღსანიშნავია, რომ აკადემიელები ბოლო წუთამდე იგებდნენ მატჩს, თუმცა ორბმა უფრო ორგანიზებული თამაშის წყალობით ბოლო წუთებზე 10-ქულიანი სხვაობა აღმოფხვრა, მეტოქეს წამოეწია და საბოლოო ჯამში 4 ქულის სხვაობით დაამარცხა - 70:66. სერიაში თამაში 2 გამარჯვებამდეა და სწორედ ბოლო თამაში გამოავლენს გამარჯვებულს. 

ორბის გუნდიდან საუკეთესონი იყვნენ ნიკოლოზ გურგენიძე 30 ქულითა და 7 მოხსნით, გაბრიელ გორგაძე 11 ქულით, 9 პასითა და 13 ჩაჭრით და გიორგი ბიჭიაშვილი, რომელმაც 10 ქულა შესძინა თავის გუნდს. აკადემიის გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ ლაშა მიქელაძე 26 ქულითა და 13 მოხსნით, ბექა ბექაია 19 ქულით, 6 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით. 

დღესვე გაიმართა პლეიაუტის თამაში, რომელშიც ზაზა-1-მა იბერი დაამარცხა 75:59.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ქუთაისი და დინამო გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას - ქუთაისი სერიაში ჯერჯერობით წინაა, ხოლო სერიის მომდევნო მატჩი 16 ივნისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. 

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890