← სიახლე
ნახევარფინალურ სერიაში აკადემია და ქუთაისი დაწინაურდნენ

2017-06-14



 გალერეა
დღეს 14 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო 16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურმა სერიამ, სადაც ერთის მხრივ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ „ორბი“ და „აკადემია“, ხოლო მეორეს მხრივ - „დინამო“ და „ქუთაისი“. 

პირველი მატჩი ძალზედ დაძაბული გამოდგა, სადაც შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა  - აკადემიამ საკმაოდ რთულ ბრძოლაში დაამრცხა ორბი 85:81 და სერიაში დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესონი იყვნენ 27 ქულით, 19 მოხსნითა და 6 პასით ლაშა მიქელაძე, 22 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ამერიკელმა ტერენს ქროულიმ, ბექა ბექაიამ 13 ქულა და 7 პასი მიიწერა.   ორბის რიგებიდან საუკეთესონი იყვნენ გაბრიელ გორგაძე 22 ქულით, ნიკოლოზ გურგენიძე 21 ქულითა და 10 მოხსნით, გიორგი ფაიქიძემ 18 ქულა შესძინა თავის გუნდს, რომელსაც 9 მოხსნაც დაურთო, ხოლო გიორგი ბიჭიაშვილმა 13 ქულა და 11 მოხსნას მოუყარა თავი.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში „დინამო“ „ქუთაისთან“ არკვევდა გამარჯვებულის ვინაობას - მეორე მეოთხედში ქუთათურები წინ გაიჭრნენ 20 ქულით, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს დინამომ სხვაობის 4 ქულამდე დაყვანა მოახერხა. დინამოელებმა ბოლო მეოთხედი კი მოიგეს 28:26, მაგრამ ამით საერთო ანგარიშს ვერაფერი შემატეს და სერიის პირველ მატჩში გამარჯვება ქუთაისმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს 44 ქულითა და 6 მოხსნით პაპუნა კირთაძემ ულიდერა, 14 ქულა მოაგროვა ალექსანდრე მერკვილაძემ, ხოლო 13 ქულა და 8 მოხსნა ლუკა კანთელაძის ანგარიშზეა. დინამოელთაგან საუკეთესონი იყვნენ ირაკლი კილაძე 28 ქულითა და 11 მოხსნით, ნიკა კიშკო 18 ქულით და გიორგი ბიგანიშვილი 14 ქულითა და 8 მოხსნით. 

სერიის მომდევნო მატჩები თბილისსა და ქუთაისში 15 და 16 ივნისს გაიმართება. 

ორბი - აკადემია  81:85  


დინამო - ქუთაისი  78:82

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890