← სიახლე
ნახევარფინალში აკადემია, ორბი და დინამო გავიდნენ

2017-06-08



 გალერეა

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფის ჯერი დადგა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 8 საუკეთესო გუნდმა - ორბი, დინამო, ქუთაისი, აკადემია, რუსთავი, ზაზა 1, გორი, იბერი - ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან განაგრძეს.

მეოთხედფინალი ერთმატჩიანია და შესაბამისად, ვინც პლეი ოფის პირველ წრეში გაიმარჯვებს, ნახევარფინალში გადიან. ეს პატივი ერგოთ „ორბს“, „აკადემიას“ და „ჰიუნდაის“. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩებში სწორედ ამ გუნდებმა იმარჯვეს და 4-დან 3 ნახევარფინალისტის ვინაობა გაარკვიეს.

„ორბმა“ დაძაბულ ბრძოლაში - 73:68 სძლია „იბერს“. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. რეგულარული ჩემპიონატის მომგებ „ორბს“ ძალიან გაუჭირდა მერვეადგილოსანი „იბერის“ დამარცხება. „აკადემიამ“ საკმაოდ იოლად - 73:51 დაამარცხა „ზაზა-1“, ხოლო „დინამომ“ „გორს“ 90:51 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალური სერიის ერთი წყვილი ცნობილია და მასში ერთმანეთს „ორბი“ და „აკადემია“ შეხვდებიან. მეორე წყვილის პირველი გუნდი „დინამოა“, რომელიც „ქუთაისსა“ და „რუსთავს“ შორის გამარჯვებულს ელის. აღნიშნული მატჩი 11 ივნისს, ქუთაისში გაიმართება.   

დინამო - გორი  90:51 

ორბი - იბერი  73:68 

აკადემია - ზაზა-1  73:51 

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890