← სიახლე
14 და 16-წლამდელთა ბ-ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

2017-05-31


დღეს დასრულდა 16-წლამდელთა „ბ“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. აღნიშნულ  ტურნირს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ერთობლივი ძალებით ატარებს და მასში 27 გუნდი მონაწილეობს.

გათამაშების ფორმატის თანახმად შექმნილი იყო სამი 5-გუნდიანი და ორი 6-გუნდიანი ჯგუფი. 2 წრის შემდეგ ჯგუფების გამარჯვებულმა გუნდებმა მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს. მეექვსე მეოთხედფინალისტი საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა. ხოლო პლეი ოფის დარჩენილი 2 საგზურისთვის დარჩენილი 4 მეორეადგილოსანი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებენ.


მაშ ასე, პირველი ადგილიდან მეოთხდფინალში გავიდნენ: ქუთაისსი 1, ქუთაისი 2, კარდინალი, მართვე 2 და ორბი. საუკეთესო მეორეადგილოსანი „მაკაბი“ გახდა, რომელიც პლეი ოფში პირდაპირ გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხედფინალის საგზურებისთვის ერთ მოგებამდე იბრძოლებენ წყვილები: აკადემია - მართვე და რუსთავი - 14-წლამდელთა ნაკრები.

მეოთხედფინალის დაძლევა ერთ მოგებამდეა, ოლო ნახევარფინალურ და ფინალურ სერიებში გამარჯვებული 2 მატჩის გამში გამოვლინდება. პლეი ოფი კალენდარი ორიოდ დღეში შედგება.

ასევე დასრულდა 14-წლამდელთა „ბ“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ტურნირში 4 ჯგუფში განაწილებული 23 გუნდი მონაწილეობდა და 8 საუკეთესომ (2-2 თითოეული ჯგუფიდან) პლეი ოფის საგურები მოიპოვეს. მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ა1 - გ2            ჰიუნდაი - ქუთაისი
ბ1 - დ2           იბერი - აკადემია 2
გ1 - ა2            დინამო - რუსთავი 2
დ1 - ბ2           ზაზა 2 - რუსთვი 1

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890