← სიახლე
რეგიონალური კალათბურთის განვითარების პროგრამა კახეთიდან დაიწყო

2017-04-25


საქართველოს კალათბურთს ეროვნულ ფედერაციასა და კახეთის კალათბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამით დაიწყო რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის განხორციელება, რომელზეც საქართველოს კალათურთის ეროვნული ფედერაცია 2 წლის მანძილზე მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა იმ პრინციპებსა და დეტალებზე, რომელთა გატარებაც რეგიონებში კალათბურთის განვითარებას უზრუნველყოფს.


აღნიშნული მემორანდუმი 23 აპრილს, კახეთის საკალათბურთო ფესტივალის დასრულების შემდეგ გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა და კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო იაგორაშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შორის იგეგმება თანამშრომლობა რეგიონში კალათბურთის განვითრებისა და მისი პოპულარიზაციის მხრივ. თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონში სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, სახსრების მოზიდვასა და მათ რაციონალურად გადანაწილებას, რათა კახეთში კალათბურთი ყველა მოზარდისთის ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, არ მოხდეს ნიჭიერი ახალგაზრდების თვალთახედვის არეალს მიღმა დარჩენა და ამ რეგიონის საკალათურთო რესურსი და პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული.

სოსო იაგორაშვილი (კახეთის კალათურთის ფედერაციის პრეზიდენტი):

„კახეთის რეგიონალურ ფედერაციასა და საქართველოს ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ფედერაცია ყველანაირად მხარს უჭერს ამ ინიციატივას და ამით საქართველოს ეროვნულ ფედერაციას გვერდში ვუდგავართ. ახლა ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. თანამშრომლობის პროცესში უნდა ვიყოთ აქტიურნი და გავატაროთ ის ღონისძიებები, რაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამითაა გათვალისწინებული. პრიორიტეტია ბავშვთა კალათბურთი, სკოლების ფინანსური სიძიერე და ახალგაზრდობასთან სწორი მიმართულებით მუშაობა. ერთიანი ძალებითა ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია“. 

გიორგი ქართველიშვილი (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი):

„ რეგიონალური ფედერაციები ეროვნული ფედერაციის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა მოვახერხოთ და გავზარდოთ რეგიონებში კალათბურთით დაკავებულ მოზარდთა რაოდენობა, ამისათვის საჭიროა სათანადო პირობების შექმნა და ახალი სატანდარტების დანერგვა, აუციებელია ადგილობრივი მწვრთნელებისა და მსაჯ მდივნებისათვის ხელის შეწყობა მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებისათვის, დაგეგმილი გვაქვს მრავალი ღონისძიება საერთო მიზნების განსახორციელებლად,ეროვნული ფედერაციის საქმიანობის ერთ ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს რეგიონალური ფედერაციების გაძლიერება და მათი ნაყოფიერი მუშაობა, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება მოავალში ახალგაზრდა კალათბურთელების აღზდისა და მათი შემდგომი განვითარების საქმიანობაზე.“



2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890