 |
საუკეთესო ისევ ქუთაისია 2010-05-26 ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ტიტული შეინარჩუნა. იმერულმა გუნდმა სპორტის
სასახლეში ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა მოუგო „აკადემიას“ და
მედლებთან ერთად ახალი, გარდამავალი თასიც ჩაიბარა.
|
 |
მესამე და სამართალი 2010-05-22 ფინალურ სერიაში საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდეა მისული.
ქუთაისელებმა თბილისში 3 ქულით დამარცხების შემდეგ ქუთაისში დამაჯერებლად იმარჯვეს
და კვლავ თბილისში მოემგზავრება.
|
 |
ფინალურ სერიაში "აკადემია" დაწინაურდა 2010-05-13 ფინალური სერიის პირველი მატჩი დღეს აკადემიის დარბაზში გაიმართა.
მასპინძლებმა „ქუთაისს“ დაძაბულ ბრძოლაში – 70:67 დაამარცხეს.აკადემიელებს ახლა ერთი მოგებაღა აშორებთ ჩემპიონობამდე.
|
 |
"აკადემია" ფინალში გავიდა 2010-05-09 გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „აკადემიამ“ ნახევარფინალური
სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თბილისში „ბათუმს“ მოუგო.
მაშ ასე, საჩემპიონო სერიაში ერთმანეთს „აკადემია“ და „ქუთაისი“ შეერკინებიან.
|
 |
"აკადემიამ" ბათუმში ანგარიში გაათანაბრა 2010-05-01 ბათუმელებმა 3 დღის წინ „აკადემიას“ თბილისში ნახევარფინალური სერიის
პირველი მატჩი მოუგეს და შინ გამარჯვებით ფინალში გასვლას ლამობდნენ, თუმც
აკადემიელებმა აჭარაში არ დანებდნენ და... 1:1.
|
 |
ჩემპიონი ფინალშია. "ბათუმი" თუ "აკადემია"? 2010-04-30 პირველი ფინალისტი გუშინ გამოვლინდა. მოქმედმა
ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც იოლად მოუგო „ვერეს“ და
ახლა „ბათუმ“–„აკადემიას“ შორის გამარჯვებულს ელოდება.
|
 |
ბათუმელებმა წაუგებელ "აკადემიას" სძლიეს 2010-04-27 მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელმა „აკადემიამ“ პირველი მატჩი
ნახევარფინალურ სერიაში წააგო. ირაკლი მიქელაძისა და ნიკა რამიშვილის „ბათუმმა“
თბილისის სპორტის სასახლეში 80:75 დაამარცხა „აკადემია“.
|
 |
"ბათუმი" ნახევარფინალში სამმაგი დუბლებით გავიდა 2010-04-22 ბათუმში გამართული ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა მასპინძლების
გამარჯვებით დასრულდა. ზღვისპირელებმა ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგეს „რუსთავს“
და ნახევარფინალში გავიდნენ.
|
 |
"აკადემია" და "ვერე" გავიდნენ 2010-04-17 დღეს სპორტის სასახლეში 2 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. „აკადმეიამ“
მეოთხედფინალიდან „მართვე“ გამოაგდო, ხოლო „ვერემ“ „ზაზას“ სძლია. პირველი მატჩი
ნაკლებად საინტერესო იყო, მეორეში კი ოვერტაიმი დაფიქსირდა
|
 |
3 დღის შემდეგ... 2010-04-15 მეოთხედფინალური მატჩები, რომელიც სპორტის სასახლეში უნდა
გამართულიყო, გადაიდო. მიზეზი ელექტროენერგიით მოუმარაგებლობა გახდა. ქვეყნის უმთავრეს არენას დენის მიწოდება შეუწყდა .
|
 |
"ქუთაისი" ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდა 2010-04-14 როგორც მოსალოდნელი იყო, „ორბი“ არ ჩავიდა ქუთაისში
და წაგებაც ჩაეთვალა. შესაბამისად, ქუთაისელები ნახევარფინალში
გავიდნენ, „ორბს“ კი, იმის გამო, რომ თამაშზე არ გამოცხადდა, 5–8 ადგილებისთვის
ვეღარ იბრძოლებს
|
 |
პლეი ოფი სპორტის სასახლეში დაიწყება 2010-04-12 რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და ის გუნდები გაირკვა,
რომლებიც ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. თითო ჯგუფიდან
4–4 საუკეთესო გუნდი გავიდა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ.
|
 |
პლეი ოფის დაწყებამდე 1 მატჩი დარჩა 2010-04-11 დღეს 16–წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა. შედეგები ლოგიკური დაფიქსირდა, რის შემდეგაც თითქმის ყველაფერი
გაირკვა. დარჩენილია ერთადერთი მატჩი, რომლის შედეგიც არაფერს არ ცვლის.
|
 |
რუსთაველები "ორბს" გადააფრინდნენ 2010-03-28 დღევანდელი მატჩებიდან „ორბი"–„რუსთავი“ იპყრობდა ყურადღებას. ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ არიან და რაც შეიძლება
მაღალი ადგილის დაკავება სურთ, პლეი ოფში შედარებით სუსტი მეტოქე რომ ერგოთ
|
 |
ვახო ჯინჯიხაძის 66 ქულა 2010-03-25 გუშინ ერთი რიგითი მატჩი გაიმართა თევალში, სადაც „ვერემ“ იოლად დაამარცხა
მასპინძელი და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ–ერთი აუტსაიდერი. ეს მატჩი არ მიიქცევდა დიდ
ყურადღებას, რომ არა ერთი გამორჩეული რამ: ვერელმა ვახო ჯინჯიხაძემ 66 ქულა მიითვალა.
|
 |
პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია 2010-03-21 ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ ერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ
განუცდია. გია კაზანჯიანის „აკადემიამ“ რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში „თელავს“
არ დაუტოვა შანსი და დიდი სხვაობით – 101:26 დაამარცხა.
|
 |
ლიდერებმა პოზიციები გაიმყარეს 2010-03-15 აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში 2 ჯგუფის 4 მატჩი გაიმართა და ყველა
მათგანი ლოგიკური შედეგებით დასრულდა. ცხრილში დაწინაურებულმა გუნდებმა შედარებით
დაბლა მყოფი კლუბები იოლად დაამარცხეს.
|
 |
გივი გივიაშვილის საოცარი სამქულიანი 2010-03-08 ის რაც „ვერე“ – „ორბის“ მატჩში მოხდა, 16–წლამდელთა ჩემპიონატში კი
არა, სუპერლიგაშიც გამორჩეულ შემთხვევად ითვლება. გივი გივიაშვილმა ცენტრიდან მატჩის ბოლო წამზე გამთანაბრებელი სამქულიანი ჩაუგდო „ვერეს“.
|
 |
"რუსთავში" ვერელებმა ვერ იყოჩაღეს 2010-03-05
დღეს რუსთავში ერთი მატჩი გაიმართა, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით
ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქვემოქართლური გუნდი ჯგუფში უშუალო კონკურენტ „ვერეს“
ხვდებოდა და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია.
|
 |
"მარნეულის" პირველი გამარჯვება 2010-02-28 ჩემპიონატის დებიუტანტმა „მარნეულმა“ პირველი გამარჯვება
იზეიმა. ზაზა გაბისონიას გუნდი დღეს „ვარსკვლავებს“ შეხვდა და მისთვის მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მარნეულელებმა მეტოქეს არაფერი
დაუთმეს და საბოლოოდ 69:48 იმარჯვეს.
|